|
2022-04-13 11:57:19, 762 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ძლიერი ქარის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ძლიერი ქარის დროს, ხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი ტატიანა პავლოვნას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. თბილისის მერმა გუშინდელ სტიქიაზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და გამგეობების წარმომადგენლებს საგანგებო რეჟიმში მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. „გუშინდელ ძლიერ ქარს მოყვა დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხეებისა და ნარგავების მოთხრა, სახურავების გადახდა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ სტიქიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. რა თქმა უნდა, ყველაფრის აღდგენა და გამოსწორება შესაძლებელია, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, მაგრამ სამწუხარო და გულდასაწყვეტია, როდესაც ფიქსირდება ადამიანის გარდაცვალება. მინდა, ათივე რაიონის გამგებელს მოვუწოდო, მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ. დღესაც მოსალოდნელია ქარი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა გაგრძელდეს საგანგებო რეჟიმში, ისევე როგორც გუშინ. მთელი ღამის განმავლობაში იყო შემოსული ზარები, ადგილზე ხდებოდა ჩვენი სამსახურების გასვლა და დღესაც მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით და მაქსიმალური თანადგომა აღმოვუჩინოთ ადამიანებს, დავეხმაროთ დაზარალებულ მოსახლეობას, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)