22:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 15:09:44, 978 ნახვა

საზოგადოება
გორის ქუჩაზე საცხოვრებელი შენობა კაპიტალურად მაგრდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, გორის ქუჩის N4-ში მდებარე ორსართულიანი ავარიული საცხოვრებელი შენობის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. 

მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე, სადაც 14 ოჯახი ცხოვრობს, პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება. ასევე, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება, შეიცვლება დაზიანებული ფანჯრები.

"საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პერიოდში, დიდუბის რაიონის გამგეობას მოსახლეობა ქირით ჰყავს გაყვანილი.

პროექტის მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

გორის ქუჩის N4-ში მდებარე საცხოვრებელი შენობის გამაგრების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დავითი“ ახორციელებს. სამუშაოების განხორციელებისთვის 630 800 ლარია გამოყოფილი." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics