|
2022-04-12 11:17:31, 875 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში თანამედროვე სტანდარტების ორი საბავშვო ბაღი შენდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში საბავშვო ბაღების მშენებლობა გრძელდება. უწყების ცნობით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ სამგორის რაიონში, კერძოდ, ლილოსა და ე.წ. აფრიკის დასახლებებში მიმდინარე ბაღების მშენებლობა სამგორის რაიონის გამგებელთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა. მათივე ცნობით, ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე 12-ჯგუფიანი ბაღი შენდება, სადაც 350- მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას და დასაქმდება 70 მოქალაქე. პროექტის ღირებულება 4 200 000 ლარია. საქართველოში ყველაზე დიდი საბავშვო ბაღი ე.წ. აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე შენდება. ბაღში 15 სააღმზრდელო ჯგუფი განთავსდება და 80-მდე ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, უბანში ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ახალი ბაღები ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აშენდება - შენობები იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, აღჭურვილი იქნება სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. აღნიშნული ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტში 5 373 000 ლარია გათვალისწინებული.ს „სამგორის რაიონის ამ ორ უბანში მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ახალი ბაღების მშენებლობაა. 12 და 15-ჯგუფიანი ბაღების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 800-მდე ბავშვი შეძლებს ჩვენი სერვისების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს არსებულ მდგომარეობას“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. ახალი ბაღების მშენებლობა სამგორის რაიონში მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, აღსაზრდელებს კი ორივე დაწესებულება 2023 წლის იანვრიდან მიიღებს.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)