|
2022-04-08 14:22:43, 1681 ნახვა
სამხედრო
კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია
კრამატორსკში დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. მათგან ოთხი ბავშვია - ამის შესახებ, BBC იუწყება. კრამატორსკის მერი ალექსანდრე გონჩარენკო ამბობს: "ბევრი მძიმე [პაციენტები] არიან, ხელ-ფეხის გარეშე. მათ ოპერაციას ერთდროულად 30-40 ქირურგი უტარებს". მისი თქმით, სადგურზე ევაკუაციას 4000-მდე ადამიანი ელოდა. ამასთან, უკრაინის უშიშროების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე „ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა“ მუხლით. ის ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა ტოჩკა-უ-მ განახორციელა. "რუსი მონსტრები არ ტოვებენ თავიანთ სასტიკ მეთოდებს. ვერ ახერხებენ წინააღმდეგობის გაწევას ბრძოლის ველზე, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას", - წერს უკრაინის პრეზიდენტი. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, იმ მომენტში ათასობით ადამიანი იყო ევაკუაციის მსურველი, ისინი სადგურზე და ბაქანებზე იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)