|
2022-04-07 12:02:42, 1239 ნახვა
საზოგადოება
პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის - წყლის აღრიცხვის კუთხით საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა და გამოწვევები დეტალურად განიხილეს და საჭიროებების იდენტიფიცირებასა და იმ პრიორიტეტების გამოვლენაზე იმსჯელეს, რა მიმართულებებითაც პროექტის სამომავლო აქტივობები დაიგეგმება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გასულ წლებში, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტების შედეგად, საქართველომ წყლის რესურსები მართვის მიმართულებით მასშტაბური რეფორმების განხორციელება დაიწყო. პროგრამის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი“ ფარგლებში, შემუშავდა კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა და საკომიტეტო განხილვები აქტიურად მიმდინარეობს. "რეგიონალური პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ შვიდ ქვეყანაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა) ხორციელდება და მიზნად ისახავს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ამ ქვეყნების მწვანე ტრანსფორმაციის შესაძლებლობას ევროპის მწვანე შეთანხმებისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესაბამისად. პროგრამა ორ ძირითად მიმართულებას - წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების მხარდაჭერა და პარტნიორი ქვეყნების მიერ სანდო გარემოსდაცვითი სტატისტიკის გამოყენება, გაფართოება-გაუმჯობესებას მოიცავს. პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 12,75 მილიონი ევროა, 2021-2024 წლებში განხორციელდება. პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ განმახორციელებელი პარტნიორები არიან ავსტრიის გარემოს სააგენტო (UBA), ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), წყლის საერთაშორისო ოფისი (OiEau) (საფრანგეთი), ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE). პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ წარმოადგენს ევროკავშირის ორი პროგრამის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი“ (EUWI+) და „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის II ფაზის“ გაგრძელებას. ამ ორი პროგრამის მეშვეობით, წარმატებით განხორციელდა გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და მონაცემთა ანალიზის სისტემების მოდერნიზება, პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობის ევროკავშირისა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, განსაკუთრებით წყლის ჩარჩო დირექტივასთან, შესაბამისობის გაზრდა." - ნათქვამია ინფორმაციაში. სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პროგრამაში ჩართული მხარეების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)