00:38 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 19:49:57, 1210 ნახვა

საზოგადოება
სამირა ბაირამოვა პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო

პროკურატურამ სამირა ბაირამოვას მიმართ გამოიყენა დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება”,  – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც საია წერს, ორგანიზაცია, რომელიც სამირა ბაირამოვას უფლებებს იცავს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოითხოვა მისი დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა.

მათივე თქმით, გამომდინარე იქედან, რომ იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის (დევნა) ნიშნები, საიამ ასევე, მოითხოვა გამოძიების ამ მიმართულებითაც წარმართვაც.

„წარდგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. 2022 წლის 04 აპრილს საია-ს ეცნობა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დაიკითხნენ მოწმეები და შესწავლილი იქნება საია-ს მიერ განცხადებაში მითითებული საკითხები. ასევე, პროკურატურამ სამირა ბაირამოვას მიმართ გამოიყენა დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას ამ ეტაპზე საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დამნაშავე პირების გამოკვეთა და მათთვის ბრალის წარდგენა ამ დრომდე არ მომხდარა”, – ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics