00:38 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 12:03:20, 1164 ნახვა

საზოგადოება
ფონიჭალის ხევში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ფონიჭალის ხევში დასუფთავების მასშტაბურ ღონისძიებას ჩაატარებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.  

როგორც მან აღინიშნა, სამუშაოების ფარგლებში, პრევენციის მიზნით, ხევი ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწისა და ქვა-ღორღისგან გაიწმინდება.

კახა კალაძემ აქვე, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს მარტში, დიდთოვლობის დროს, დედაქალაქის გზებზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა. 

„თბილსერვის ჯგუფი“ ფონიჭალის ხევში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების ფარგლებში, პრევენციის მიზნით, ხევი ფერდობებიდან ჩამოშლილი  მიწისა  და ქვა-ღორღისგან გაიწმინდება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა იქ ამ კუთხით და აუცილებელია ამ სამუშაოების წარმოება. დასუფთავების ღონისძიება, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში სანიაღვრე და სადრენაჟე ექსპლუატაციის დეპარტამენტის 60-მდე თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას. „თბილსერვისს“ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მარტში, უჩვეულო დიდთოვლობის დროს, მათ საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გასწიეს. 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ იმისთვის, რომ განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე, მოძრაობა არ შეზღუდულიყო და საზოგადოებრივ ტრანსპორტს თუ მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილება თავისუფლად შესძლებოდათ“, -  განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ფონიჭალის ხევში ასევე, მობილიზებული იქნება ათი ერთეული სპეციალური ტექნიკა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics