|
2022-04-06 11:43:43, 849 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა, პარლამენტში, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის შესახებ მოხსენება წარადგინა
საქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნესსექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. - ამის შესახებ ინფიორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს, უწყების ცნობით, შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოხსენება წარადგინა. „წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონი დაამკვიდრებს ქვეყანაში სააუზო მართვას, შედგება მდინარეების სააუზო მართვის გეგმები, რომლის მთავარი მიზანი წყლის ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესებაა. კანონი უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან წყალსარგებლობის მიმართულების პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლით მოსახლეობის მომარაგებას. კანონი ასევე ითვალისწინებს წყლის გამოყენების სანებართვო სისტემის შემოღებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. სამუშაო შეხვედრას პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წევრები, სახელმწიფო უწყებების, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს და კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც, ევროკავშირთან არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, აყალიბებს წყლის რესურსების მართვის ერთიან, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებულ, წყლის რესურსების მართვის სფეროში მოქმედი ევროდირექტივების შესაბამის, თანამედროვე სისტემას.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)