01:58 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 12:06:49, 738 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის მეთოდები დაინერგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ. 

ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს და დიაგნოსტიკის მიმართულებით არსებულ  შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილე ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში არსებულ და ახლად დანერგილ კვლევის მეთოდებს გაეცნო.

სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლაბორატორიის სპეციალისტებს კორონა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის პირობებში შეუფერხებელი მუშაობისთვის და პანდემიის მართვაში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ლაბორატორიის ქსელში გეგმიურად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა, კვლევის მეთოდების ნუსხის გაფართოება კი,  რეგიონის მოთხოვნიდან გამომდინარე ხდება; ადგილობრივ მეწარმეებს  შესაძლებლობა აქვთ ადგილზე მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევებით მომსახურება.

ქუთაისის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას  ქუთაისის ლაბორატორიის უფროსი გოჩა დუდუჩავა და ლაბორატორიის სპეციალისტები ესწრებოდნენ.    





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics