05:36 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 11:48:45, 683 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის 800 ბინის მშენებლობა დასრულების ფაზაშია

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით,  ხუთი 16-სართულიანი კორპუსი შენდება. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამჟამად, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს. მშენებლობა  უკვე დასრულების ფაზაშია და იძულებით გადაადგილებული ოჯახები თანამედროვე სტანდარტების ბინებს  შემოდგომით მიიღებენ.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ადგილზე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში, ამავე ტერიტორიის მიმდებარედ, დამატებით, 720 დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ახალი კორპუსების მშენებლობა დაიწყება.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics