05:36 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 10:39:13, 649 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღებას 20 მაისის ჩათვლით აგრძელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა და განაცხადის გაკეთება ახლა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

მათივე ცნობით, ამასთან, 1-ლი აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით, სააგენტო რუსთავში განსახლების მოთხოვნით ვეტერანი დევნილებისა და მათი ოჯახების განაცხადების მიღებას იწყებს.

„განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლსა და სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მიმდინარეობს.

სააგენტოს 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსთავში უკვე გადმოეცა, სადაც, უახლოეს მომავალში, 800 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics