22:52 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 15:18:33, 2570 ნახვა

სამხედრო
ოკუპირებული ცხინვალის 300-მა ჯარისკაცმა უკრაინაში იარაღი დაყარა და უკან გამოიქცა

300-მა ჯარისკაცმა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან უარი თქვა უკრაინაში პუტინისთვის ბრძოლაზე. მათ გადაწყვიტეს არ დაემორჩილებინათ რუსების ბრძანება და სახლში დაბრუნდნენ

ოსი ჟურნალისტის თქმით, უკრაინაში გაგზავნის გამო სამხრეთ ოსეთი არსებითად დარჩა თავისი სამხედროების უმეტესობის გარეშე, რამაც უკმაყოფილების მნიშვნელოვანი ტალღა გამოიწვია. და ერთ-ერთი ბოლო წვეთი იყო ინციდენტი, როდესაც ერთმა მეთაურმა აუკრძალა ოსებს გარდაცვლილი თანამებრძოლის ცხედრის გატანა ბრძოლის ველიდან.

გარდა ამისა, რუსეთი ელოდა, რომ ოსები კამიკაძეების სტილში კარგად დაცულ უკრაინულ პოზიციებზე შეტევას აპირებდნენ, მაგრამ ასეთ სიგიჟეზე არ წასულან. მაშინ რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა ოსურ ქვედანაყოფს საბრძოლო მასალისა და რუკების მიწოდებაზე.
ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი მარიონეტი პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი მხარდამჭერებთან შეხვედრისას ამბობს, რომ უკრაინაში საომრად გაგზავნილ სამხედროებს "ელემენტარული პირობები" უნდა ჰქონდეთ. ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.  

"ეს საზარბაზნე ხორცი არ არის, ძალიან ცოტანი ვართ, ჩვენ, პრაქტიკულად, უკვე გენოფონდი დავკარგეთ". - თქვა მან მედიის ცნობით. 

კოკოითი ამბობს, რომ უკრაინაში სამხედროები, შესაძლოა, დაიღუპონ და ეს ის ახალგაზრდობაა, რომელიც "ახლა დგება ფეხზე". კოკოითიმ ისაუბრა უკრაინაში ოკუპანტების მხარეს მებრძოლ, დაღუპულ ანდრეი ბაკაევზე, რომელსაც, მისი ინფორმაციით, შვილი დარჩა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics