10:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 12:37:44, 517 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში, ამილახვრის N23-ში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, წყნეთში, ამილახვრის N23-ში, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი ეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული სპორტული მოედანი დიდი ხანია ფუნქციონირებს, თუმცა, დაზიანებული იყო და განახლებას საჭიროებდა. 

„მინდა, შევეხო ერთ სპორტულ სივრცეს, რომელიც წყნეთში, ამილახვრის N23-ში მდებარეობს და  დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს იყო საფეხბურთო მოედანი, სადაც იმართებოდა ტურნირები, შეჯიბრებები და ეს სივრცე იყო მოძველებული. გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული მოედნით სარგებლობა და ვაკის რაიონის გამგეობამ დაიწყო მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები და განახლება. უახლოეს მომავალში პროექტი დასრულდება და ეს კონკრეტული ადგილი კვლავ ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების აქტიურ ადგილად იქცევა. არსებული სივრცე მთლიანად იქნება რეაბილიტირებული. მოეწყობა ტრიბუნები, ახალი ხელოვნური საფარი, ღამის განათება. ამდენად, რაც საჭიროა სპორტული მოედნის მოსაწყობად, ყველაფერი იქნება გაკეთებული. ამ პროექტის განხორციელებას სრულად უზრუნველყოფს  ვაკის რაიონის გამგეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელებაზე, დაახლოებით, 281 000 ლარი დაიხარჯება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics