|
2015-02-04 11:00:00, 1899 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო ლიდერებმა იორდანიელი მფრინავის მკვლელობა დაგმეს
იორდანიელი მფრინავის მოაზ ალ კასასბის მკვლელობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაგმო. როგორც ობამამ იორდანიის მეფე აბდალა მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იორდანიელი მფრინავის ვერაგული მკვლელობა ისლამური სახელმწიფოს განადგურების მზაობას მხოლოდ გაზრდის. ობამამ გარდაცვლილის ოჯახს, იორდანიის ხალხს და მთავრობას სამძიმარი გამოუცხადა. იორდანიელი მფრინავის მკვლელობა გაერო-ს უშიშროების საბჭომაც დაგმო. „ტერორიზმისგან მთელი მსოფლიო ზარალდება. მთელი მსოფლიო უნდა დადგეს იორდანიის გვერდით, რათა ტერორიზმის საფრთხე აღმოიფხვრას“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში. მფრინავის მკვლელობა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმაც დაგმეს. ცნობისთვის, იორდანიელი მფრინავი მოაზ ალ კასასბი ტერორისტებმა 2014 წლის დეკემბერში დაატყვევეს, როდესაც მისი F16 სირიაში ჩამოვარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)