|
2015-02-03 13:01:50, 1270 ნახვა
სამართალი
გურჯაანში, სასამართლო დარბაზიდან პატიმარი გაიქცა
21 წლის დიმა ხაჩიაშვილი, რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციის თანამშრომლებს გუშინ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან გაექცა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო დარბაზიდან გაქცეული დიმა ხაჩიაშვილი საპატრულო პოლიციამ გუშინ, გვიან საღამოს, საგარეჯოს რაიონში, კახეთიდან თბილისისკენ მიმავალ ტაქსში აღმოაჩინა, მაგრამ ბრალდებულმა გაქცევა კვლავ მოახერხა. შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებულ ინფორმაციას ადასტურებს და განმარტავს, რომ ამ დროისთვის დამნაშავის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, პროკურატურამ სამართალდამცავების მიმართ, რომლებსაც პატიმარი გაექცათ, გამოძიება სამსახურეობრივი დაუდევრობის შესასწავლად დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)