13:10 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 16:33:25, 737 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის მერია 5 წელია მრავალსართულიანი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის რეაბილიტაციას აფინანსებს

კასპის მუნიციპალიტეტის მერია 5 წელია მრავალსართულიანი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის რეაბილიტაციას აფინანსებს. სამუშაოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების დახმარებით ახორციელებენ. - ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფინანსდება: შიდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობის შეკეთება, სადარბაზოს შესასვლელში პანდუსის, სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, შენობის ფასადის შეკეთება, მრავალბინიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, შენობის სახურავის შეკეთება და სხვა.

"მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარის დაფინანსებაა გამოყოფილი ბინათამხანაგობების საჭიროებებზე, საიდანც 37 997 ლარია გახარჯული, მიმდინარეობს ერთი ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო გამოცხადებულია ორი ტენდერი.

მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ წელს მსგავსი პროექტები 71 884 ლარით დააფინანსა.

ჩვენი მიზანია მათივე ჩართულობით, ხელი შევუწყოთ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გააქტიურდით, გამოიყენეთ შესაძლებლობა - შექმენით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით მოიგვარეთ თქვენი საცხოვრებელი შენობის პრობლემები - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ."- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics