|
2021-10-29 11:02:13, 725 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მიმართვას ავრცელებს
„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ სხვადასხვა თაობის ზუგდიდელებთან ერთად საარჩევნო კამპანია შეაჯამა. მერობის კანდიდატი ამომრჩეველს იმ პრინციპულ განსხვავებებზე ესაუბრა რაც „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალურ მოძრაობის" კანდიდატებს ერთამეთისგან განასხვავებს. მამუკა წოწერიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „ჩვენ უკვე ვასრულებთ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას. 30 ოქტომბერი უმნიშვნელოვანესი არჩევანის დღეა - ღირსების პრინციპების და ფასეულობების არჩევანის, რომელსაც ზუგდიდი იცავდა და დაიცავს. არჩევანს ორ რადიკალურად განსხვავებულ რეალობას შორის ვაკეთებთ. ერთ მხარეს „ქართული ოცნება" და მისი გუნდი - ჩვენ ვართ, ჰუმანური მმართველობით, ადამიანური ემოციებით, თანმიმდევრული განვითარებით, სამშობლოსა და ტრადიციების სიყვარულით. მეორე მხარეს საკუთარ ხალხზე განრისხებული „ნაციონალური მოძრაობაა", ავტორიტარული მმართვის სტილით, რომლისთვის თვისებრივია კონფლიქტი საზოგადოებასთან, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა, ღირსების შელახვა და დანაშაული. ზუგდიდი, რომლის წიაღიდანაც მოდის ჩვენი გუნდი, გამოირჩევა თაობებს შორის ურთიერთპატივისცემით, მადლიერებით ღვაწლმოსილი უფროსი და მომავალი თაობებზე ზრუნვით. ჩვენმა ოპონენტმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" ნაცვლად მადლიერებისა და დაფასებისა, შეურაცხყო ჩვენი უფროსი თაობა, ჩვენი მშობლები. ზუგდიდი და მთელი საქართველო ადამიანის ღირსების შელახვის და არაადამიანური წამების ლაბორატორიად აქცია, ეს გახლავთ სამალავებში აღმოჩენილ კასრებში მომწყვდეული სასტიკი რეალობა, და ადამიანებზე მოძალადე ჯალათი, რომელიც საბოლოოდ ამ აგრესიული პარტიის სიმბოლო გახდა. ეს არის ძვირფასო ზუგდიდელებო ჩვენს წინაშე არსებული არჩევანი - „ქართული ოცნება" მისი თანმიმდევრული განვითარების გამოცდილებით და პერსპექტიული გეგმებით, კეთილსინდისიერებით, პროფესიონალიზმითა და „ქართული ცნობიერებით". და „ნაციონალური მოძრაობა" რევანშის წყურვილით, უპერსპექტივობით და მძიმე წარსულით. მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ თქვენი მსახურებისთვის და ღირსების გადამწყვეტი ბრძოლისთვის, გვჯერა თქვენი დიდი მხარდაჭერის ამ ბრძოლაში და თქვენი კეთილგონიერების! ჩემო ზუგდიდელებო, გელით 30 ოქტომბერს და სწორი არჩევანით გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე! მე ვიქნები თვქენი მერი, თქვენი მსახური და მეგობარი!" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)