14:03 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 12:59:38, 651 ნახვა

საზოგადოება
თემურ ჩილინდრიშვილი - ავიაციაში უსაფრთხოების მართვის სისტემის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და საავიაციო უნივერსიტეტთან ერთად ონლაინ ლექციების კურსს იწყებს. ონლაინ ფორმატის შეხვედრები სტუდენტებთან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასაქმების და კარიერული განვითარების და სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. პირველი ონლაინ ლექცია უსაფრთხოების მართვის სისტემების გაცნობას შეეხებოდა. 

ონლაინ ლექცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის მენეჯერმა თემურ ჩილინდრიშვილმა წაიკითხა. მისი განმარტებით, სამოქალაქო ავიაციაში უსაფრთხოების მართვის სისტემის როლი, უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა და მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

,,გვქონდა გაცნობითი ხასიათის ონლაინ ლექცია საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდები უსაფრთხოების მართვის სისტემებით, მისი მიზნებით, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტებით ინტერესდებიან. მათ ზუსტად ესმით, რომ ავიაცია ზოგადად უსაფრთხოების გამართულ სისტემაზე დგას. ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს ამ მიმართულებით ჩვენს აეროპორტებში, გავდივართ აუდიტორულ შემოწმებებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. რათა უსაფრთხოების დონე ჩვენს აეროპორტებში მაქსიმალურად იყოს დაცული. ამ მიმართულებით ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაზე,-" განაცხადა თემურ ჩილინდრიშვილმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საავიაციო უნივერსიტეტს შორის რამდენიმე თვის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშომლობის ძირითადი მიზანი ავიაციაში პროფესიონალი კადრების აღზრდაა. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ორმა სტუდენმა უკვე გაიარა სტაჟირება და საწარმოო პრაქტიკა მესტიისა და ქუთაისის აეროპორტებში. ასევე, დაგეგმილია ერთობლივი  თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება. 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics