|
2021-10-27 20:45:36, 530 ნახვა
საზოგადოება
ნინო ლაცაბიძე - ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და არავის დავუთმობთ, რადგან, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული
ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და არავის დავუთმობთ, რადგან, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელსაც ბოლომდე მიყვანა უნდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ განვითარებას და შესაძლებლობას მისცემს. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძმე შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან მხარდამწერებს მადლობა გადაუხაადა ნდობისთვის. "მოგესალმებით ყველას, განსაკუთრებით მინდა მივესალმო ახალგაზრდებს, მადლობა, რომ დღეს ყველანი ერთად ვართ. ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა ძალიან დიდი ემოციაა, ვიყო დღეს თქვენთან ერთად, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ახლებურად შევხედოთ მომავალს, გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე და არავის მივცეთ საშუალება, დაგვაბრუნოს წარსულში. მჯერა რომ, ჩვენი დღევანდელი ერთად დგომა ძალიან ძვირფასია, ჩვენ დღეს გვჭირდება სულისკვეთება, იმისთვის, რომ გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, კიდევ უფრო მეტად დავანახოთ ადამიანებს, რომ არის თავისუფლების და წარმატების გზა. ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და არავის დავუთმობთ, რადგან, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელსაც ბოლომდე მიყვანა უნდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ განვითარებას და შესაძლებლობას მისცემს. არ შემიძლია განსაკუთრებით არ მოვეფერო ჩემს რუსთაველებს, რომლებიც აქაც ძალიან ბევრნი არიან. ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეგობრობის ქალაქში ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღის სურვილი ჩვენ ყველას ერთად კიდევ გაგვაერთიანებს. მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. სწორედ ასე, სოფლების, ქალაქების განვითარებით, ჩვენ ყველანი ერთად შევიტანთ ძალიან დიდ წვლილს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში. ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი და ჩემი მთავარი ამოცანა, რომ არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც დედამ, ვიბრძოლო ჩვენი ლამაზი შვილების ლამაზი და ძლიერი ქვეყნისთვის."- განაცხადა ლაცაბიძემ.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)