2021-10-26 17:43:30, 616 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძემ ენგურის ხიდზე ვაქცინაციის ცენტრი დაათვალიერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ენგურის ხიდზე, კოლეგებთან ერთად, ვაქცინაციის ცენტრი დაათვალიერა.
მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ადგილზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებიც იცრებიან. სამედიცინო ცენტრს აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით.
მსურველებს სასურველი ვაქცინის მიღება, ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით შეუძლიათ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),