|
2015-02-02 15:19:57, 1214 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: გიორგი ცააძე თავს დამნაშავედ არ თვლის
შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე დროებითი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცააძეს ადვოკატმა ინგა სეხნიაშვილმა განუცხადა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ სცნობს. „გიორგი ცააძეს ბრალი ჯერ არ წარედგინა. მას ბრალდებულის დაკავების ოქმი გადაეცა. ამჟამად ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როდესაც ცააძეს პროკურატურაში განუმარტეს, თუ რისთვის იყო ის დაკავებული, მან განაცხადა, რომ აღნიშნულ დანაშაულში ბრალი არ მიუძღვის და თავს დამნაშავედ არ თვლის“, – აღნიშნა სეხნიაშვილმა. ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, ცანავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებითაა დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)