23:25 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-15 15:28:03, 844 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ანტონი ჟურნალისტებს - წყეულები ხართ, დაგლახვროთ უფალმა, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას

ათიანში მოგარტყით, მოძალადეებო, თქვენ ხართ ლაშქარავას დამღუპველი, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ვიდეოს ავრცელებს, რომლითაც მედიის წარმომადგენლებს მიმართავს.

როგორც მეუფე ანტონი აღნიშნავს, ლგბტ-ს უკან ჟურნალისტები დგანან, რომლებიც ყველაფერს ლობირებას უკეთებენ.

„გაგარტყით, ზუსტად მოგარტყით, ათიანში მოგარტყით, მოძალადეებო, თქვენ ხართ ლაშქარავას დამღუპველი, თქვენა ხართ, თქვენ, თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვენა ხართ ამ ლგბტ-ს უკან, ლობირებას უკეთებთ ყველაფერ იმას, რაც იცით, რომ ქართული საზოგადოების სიმებს შეეხება და ქართულ საზოგადოებას აღაშფოთებს, რომ ეს აღშფოთება ისე წაიყვანოთ, თქვენს წისქვილზე დაასხმევინოთ წყალი და რაღაცნაირად მოხვიდეთ ხელისუფლებაში, არამც და არამც, ყველა ხმა, რომელიც თქვენდამი იქნება მოცემული, ყველა წყეული იქნება, არ მეშინია, თქვენც ხომ წყეულები ხართ, სანამ არ მოინანიებთ და თავისთავად ასე იქნება, დაგლახვროთ უფალმა თუ გონზე არ მოხვალთ, აქეთ რომ სახარების ციტირებები ისწავლეთ და აქით გვიკითხავთ სახარებას, იქნებ სარკეში ჩაიხედოთ, გაიგე და თქვენს თავს წაუკითხოთ სახარება. ისწავლეთ ერთი-ორი რაღაც და გაიგეთ, თქვენი განსწავლულობით აქეთ გინდათ შემოგვიტრიალოთ, ვაი თქვენს პატრონს, არ გვეშინია თქვენი“, - აცხადებს მეუფე ანტონი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics