23:25 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-14 18:12:36, 8115 ნახვა

საზოგადოება
„From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ – ProductTank Tbilisi ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და ProductTank Tbilisi -ის თანამშრომლობით ღონისძიება „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ გაიმართა. ღონისძიებამ უმასპინძლა სამ ქართულ სტარტაპს, რომელთაც 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა გაიარეს. ეს სტარტაპებია:

  • CARGON -  ონლაინ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს გამგზავნი და გადამზიდი კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებას მარტივი, სტანდარტიზირებული და გამჭვირვალე გადაზიდვის პროცესების წასამართად ოპტიმალურ დროში, მისაღებ ფასად და მაღალი ხარისხით.
  • PAYZE -  სივრცე  ელექტრონული კომერციის წარმომადგენლებისთვის, რომელიც მათი ოპერაციების სწრაფ მასშტაბირებას მოახდენს გადახდის ახალი, ადვილად ინტეგრირებადი პლატფორმის, საშუალებებისა და ავტომატიზირებული ტრანზაქციების სქემების მეშვეობით.
  • STACK - ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპი, რომელიც ინტერნეტ ბრაუზერის ქართულ ალტერნატივას ქმნის.

აღსანიშნავია, რომ  საერთაშორისო ტოპ აქსელერატორი 500 Startups-ი საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა.

აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრა სტარტაპისთვის ზრდისა და პროდუქტის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სტარტაპებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, შეხვედრის მოდერატორი გახლდათ VRex Immersive-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გოგოჭური.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics