23:25 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-14 17:36:53, 893 ნახვა

საზოგადოება
Miami Ad School Europe- ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო

Miami Ad School Europe-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკის" პრესსამსახური ავრცელებს.

პრესცენტრის ცნობით, Miami Ad School-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა კრეატიული მიმართულებით. საქართველოს ბანკის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით კი ყოველ წელს ერთ ქართველ სტუდენტს პროგრამაზე  სწავლა გერმანიაში სრულად უფინანსდება.

"2 წლიანი პროგრამის გავლა შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი: Art Direction, Copywriting, Creative Technology. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 31 აგვისტომდე უნდა გადააგზავნონ საკუთარი ნამუშევრები Miami Ad School-ში.

დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.miamiadschool.de/nikascholarship/

ინფორმაციისთვის,  საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის თანამშრომლობა 2019 წელს დაიწყო, როდესაც ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელის და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებულის) სახელობის სტიპენდია დაწესდა. აღნიშნული ერთ-ერთია იმ განათლების მხარდამჭერი პროექტებიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. 2020 წელს პირველი სტიპენდიანტი ხატია არველაძე გახდა, რომელიც ბერლინში Art Direction-ის პორტფოლიო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას. სრული ინფორმაცია საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://csr.ge/ka", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics