01:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 17:50:10, 1074 ნახვა

საზოგადოება
ნინო ლომჯარია - პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა

უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრემიერმა დაადასტურა, რომ ის, რაც 5 ივლისს მოხდა მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

„პრემიერმა უკვე ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და ხელი არ შეეშალათ მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის, ეს დაადასტურა მან, რომ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ პოლიცია არ ყოფილიყო სათანადოდ წარმოდგენილი და წინააღმდეგობა არ გაეწია ამ ადამიანებისთვის, ასევე გვითხრა, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს ისე იქნება, შესაბამისად, უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics