01:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 16:42:31, 611 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: 4 მილიონამდე მოქალაქეს ამ ქვეყანაში ერთადერთი რამ სჭირდება - სტაბილური გარემო განვითარებისთვის

„იმ დროს, როდესაც ქვეყანას აქვს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევები, ჩვენ გვჭირდება მეტი კონსოლიდაცია, მაქსიმალურად სტაბილური ვითარება იმისათვის, რომ შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები მეტად იყოს დაცული.. ასე რომ, ეს არის მთავარი ამოცანა, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ზუსტად ის არის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრების, რომ  სიტუაცია   იყოს კონტროლირებადი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, რაც მთავარია, და თითოეული მოქალაქის უფლებები იყოს რეალიზებული. ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ ფაქტებზე, ვსაუბრობთ ემოციებზე, ვსაუბრობთ პროტესტზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ 4 მილიონამდე მოქალაქეს ამ ქვეყანაში ერთადერთი რამ სჭირდება - სტაბილური გარემო განვითარებისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე მათ ზრუნვა შეძლონ და ეს პასუხისმგებლობა აქვს პირდაპირ მთავრობას. საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული უფლებამოსილება და, ამავე დროს, დაკისრებული პასუხიმგებლობა ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, რომ ვითარება იყოს კონტროლის ქვეშ  და მართვადი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics