02:29 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-11 21:37:48, 728 ნახვა

საზოგადოება
მედიის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ

მედიის წარმომადგენლები მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ.

ისინი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მოძალადეების დასჯას და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა სოლიდარობის ნიშნად კამერები და მიკროფონები ძირს დააწყვეს.

შეგახსენებთ, რომ კანცელარიის პარალელურად ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზეც. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, სხვადასხვა მედია ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.

ცნობისთვის, ალექსანდრე ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, რომელსაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics