02:29 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-11 12:09:33, 2089 ნახვა

საზოგადოება
„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ – „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტთან აქცია გაიმართება

„ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტთან აქცია გაიმართება.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გავრცელდა.

„მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;

2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;

3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსვერპლი გახდა, დღეს 11 ივლისს გარდაიცვალა.

ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics