04:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-09 16:48:19, 483 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ ბიზნეს კლუბის წევრებისთვის დისკუსია გაიმართა

გუშინ კონცეპტის სივრცემ „თიბისის“ ბიზნეს კლუბის წევრებისთვის დისკუსიასუმასპინძლა, სადაც მთავარი სპიკერები  ბიზნეს-კონსულტანტი ანდრო დგებუაძე და „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე იყვნენ.

შეხვედრის მთავარი თემა მომხმარებლის გემოვნება იყო, რა გზას გადის და ეცვლება თუ არა მომხმარებელს გემოვნება დროთა განმავლობაში, რა სახეს მიიღებს ის მომავალში და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს სამომავლოდ ბიზნესს,  როგორ შეიცვლება ბაზარი.

შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში მხოლოდ ბიზნეს კლუბის წევრებისთვის გაიმართა, კოვიდ რეგულაციების გამო დამსწრეთა ადგილები შეზღუდული იყო.

თიბისის ბიზნეს კლუბი არის სივრცე, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერისთვის შეიქმნა, ბიზნეს კლუბი მის წევრებს აწვდის საჭირო ინფორმაციას, აძლევს ცოდნის გაღრმავების საშუალებას, მართავს დისკუსიებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან თემებზე.

ამას გარდა, ბიზნეს კლუბი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავს ბიზნესსაუბრებს, რომელშიც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები განიხილავენ მათთვის აქტუალურ საკითხებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics