05:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 18:09:05, 2684 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი პრაიდი“ პარლამენტის წინ დაგეგმილ მდუმარე აქციას უერთდება

„თბილისი პრაიდი“ დღეს პარლამენტის შენობასთან დაანონსებულ მდუმარე აქციას შეუერთდება.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.

„5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში სამწუხაროდ ვერ გავმართეთ. სახელმწიფომ არ უზრუნველყო ადამიანების უსაფრთხოება და არ დაგვიცვა მოძალადე ჯგუფებისგან. შედეგად, ჩვენ მოგვიწია მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება.

გუშინდელი დღე ძალიან რთული იყო ქართული დემოკრატიისთვის. სიძულვილის ჯგუფებმა იძალადეს ჟურნალისტებზე, მთელი თბილისის მასშტაბით გვდევნიდნენ სამოქალაქო აქტივისტებს და ანგრევდნენ სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტს.

ჩვენ გვჯერა, რომ გუშინდელი ძალადობების სერია წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფოსთვის! ძალადობის ის მასშტაბები, რასაც გუშინ თბილისში ჰქონდა ადგილი, საჭიროებს მყისიერ რეაგირებას მთელი საზოგადოების მხრიდან.

ჩვენ ვუერთდებით დღეს მდუმარე აქციას და მოგიწოდებთ ყველას, ვინც გუშინ ღირსების მარშზე გეგმავდით გამოსვლას, შემოგვიერთდით 8 საათზე, პარლამენტის წინ!“, - აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ, დღეს, პარლამენტის შენობასთან ოპოზციური პარტიების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები 20:00 საათზე მდუმარე აქციას გამართავენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics