07:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 16:34:56, 1033 ნახვა

საზოგადოება
ISFED - სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას

„სამართლიანი არჩევნები“ შეშფოთებას გამოთქვამს დღეს, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირსა და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე ძალადობრივი აქციების გამო, რომელთა მონაწილეებიც ფიზიკურად  უსწორდებიან ჟურნალისტებს და გამოირჩევიან აგრესიით.

საეკლესიო და რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფების არამშვიდობიანი შეკრება რამდენიმე ადგილას დაუფარავი სიძულვილისა და მუქარის ფონზე მიმდინარეობს. ძალადობრივი აქციების მონაწილეებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სხვადასხვა მედია-საშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს; თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს და შეეცადნენ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმას. ამ ფონზე, ღირსების მარშის მონაწილეებს არ მიეცათ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. 

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობის კერები სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტურად ვერ აღკვეთეს, ხოლო, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია "ღირსების მარშის გამართვა და მარში "რევანშისტულ, რადიკალურ” პოლიტიკურ ძალებს დაუკავშირა. ამდენად, პრემიერ-მინისტრის განცხადებამ წაახალისა მოძალადე ჯგუფები, რამაც საფრთხე შეუქმნა ათეულობით ჟურნალისტისა და აქტივისტის უსაფრთხოებას.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics