|
2015-02-02 09:51:33, 1683 ნახვა
სამართალი
შსს-მ ტროტილი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გიორგი მ. და 1983 წელს დაბადებული ლაშა ა. ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გადაზიდვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი მ. მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის მახლობლად, საავტომობილო გზაზე იმ დროს დააკავეს, როცა მას ასაფეთქებელი ნივთიერება ავტომანქანით საკუთარ სახლში მიჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას სალონიდან 1 კილო და 824 გრამი ტროტილი, 6 ცალი ცეცხლგამტარი ზონარი და კაფსულ-დეტონატორი ამოიღო. გამოძიება ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გადაზიდვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)