|
2021-03-02 12:33:19, 1490 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ „თავში არ უნდა აგვივარდეს“
მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს „თავში არ უნდა აგვივარდეს“, - ამის შესახებ დაავდებათა კონრტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე განაცხადა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საზოგადოებას პრევენციული ღონისძიებების დაცვა კიდევ დიდხანს მოუწევს. „ვაქცინაცია ახალ შემთხვევათა რიცხვზე მოქმედებს შორს ვადიან პერსპექტივაში. ახლო ვადიან პერსპექტივაში ის გარკვეული ვადით ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და გართულებებს. ხშირად ისმება კითხვა ვაქცინაციაზე, რომ თითქოს მეორე-მესამე დღეს ეფექტი გექნება - არა, იმუნიტეტის გამომუშავებას სჭირდება გარკვეული პერიოდი. უნდა შეიქმნას კუმულაციური იმუნიტეტი, რომ ამან შედეგი მოგვცეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრევენციული ღონისძიებების დაცვა როგორიცაა: ნიღაბი, ხელების დაბანა, დისტანცია და თავის არიდება დიდი შეკრებების, კიდევ კარგა ხანს დაგვჭირდება. მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს „თავში არ უნდა აგვივარდეს“. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ვაკვირდებოდეთ ყველა შემსუბუქებას იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)