2021-02-24 09:39:42, 354 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო - მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გასული კვირის მანძილზე 20%-ით შემცირდა
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გასული კვირის მანძილზე 20%-ით შემცირდა, - ამის შესახებ საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კლებას განაგრძობს კოვიდ19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებელიც, რომელიც გასული კვირის განმავლობაში 11%-ით შემცირდა.
ამასთანავე, ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირას მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების 66 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შეეხება ინფიცირებას, წინა კვირას კოვიდ19-ით 2.4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან