2021-02-22 14:06:32, 1755 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 112 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 112 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები Worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 87 371 000-ს შეადგენს, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 2 428 358-ს მიაღწია. რაც შეეხება ვირუსით ინფიცირებას, მსოფლიოში კორონავირუსის 22.1 მილიონი აქტიური შემთხვევაა.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, მეორე ადგილზეა ინდოეთი, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ბრაზილია და რუსეთი იკავებენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან