2021-02-17 09:52:33, 530 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო - მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი გასულ კვირასთან შედარებით 16%-ით შემცირებულია
მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გასულ კვირას 16%-ით შემცირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 10%-ით შემცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ კვირას მსოფლიოში კორონავირუსს 81 000 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთანავე, მსოფლიოში წინა კვირას 2.7 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 500 000-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.
ამასთანავე, ჯანმო-ს მონაცემებით, ბრიტანეთში აღმოჩენილი კოვიდ19-ის ახალი შტამი, მსოფლიოს 94 ქვეყანაშია უკვე დაფიქსირებული.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან