2021-02-14 14:11:47, 1828 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 172.8 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 172.8 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
მისივე ცნობით, აშშ-ში 52 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 15.8%-ს შეადგენს.
აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 40.5 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 2.8%-ს შეადგენს.
ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 21 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.
როგორც გამოცემა წერს, საშუალოდ მსოფლიოში ვაქცინაცია დღეში 6 მილიონ ადამიანს უტარდება, ხოლო სრულ ვაქცინაციას კი მიახლოებით 5 წელი დასჭირდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,