2021-02-12 11:06:51, 1685 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 191 თბილისში, 108 იმერეთში, 19 კი აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევიდან 191 თბილისში, 108 იმერეთში, 19 კი აჭარაში გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 108, ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 40, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან