2021-02-09 10:54:11, 1623 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 314 თბილისში, 150 იმერეთში, 37 კი აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 314 თბილისში, 150 იმერეთში, 37 კი აჭარაში გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 314 შემთხვევა, აჭარა - 37, იმერეთი - 150, ქვემო ქართლი - 37, შიდა ქართლი - 63, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 95, კახეთი - 73, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1“, - განაცხადა სიჭინავამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან