2021-02-05 09:30:24, 822 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 105 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 105 მილიონს გადააჭარბა და 105,422,088-ს შეადგენს.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები Worldometers-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსისგან 77,259,317 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ 2,294,525-ს მიაღწია.
ვირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 27,273,890 შემთხვევაა გამოვლენილი. მეორე ადგილზეა ინდოეთი - 10,803,533 შემთხვევით, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილს ბრაზილია და რუსეთი იკავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,