2021-02-03 10:52:40, 1539 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 295 თბილისში, 126 იმერეთში, 50 კი კახეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 295 თბილისში, 126 იმერეთში, 50 კი კახეთში გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 688 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 295 შემთხვევა, აჭარა - 23, იმერეთი - 126, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 45, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,