|
2015-01-30 11:12:43, 1358 ნახვა
სამართალი
„საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა
თამარ მეფის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, მამაკაცი შეიარაღებული იყო, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ბანკის ფილიალიდან თანხა წაღებული არ არის. შეიარაღებული მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დროისთვის მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)