|
2015-10-01 11:19:19, 592 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 15 ავტომობილი შეემატა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 15 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომობილი შეემატა. ახალი ტექნიკური საშუალების პრეზენტაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეზოში გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს გამოვლენილი სამართალდარღვევების სტატისტიკა წარადგინა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მანქანები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონალურ სამმართველოებს გადაეცემათ. ეკიპაჟების რაოდენობის ზრდა პრევენციული ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების საშუალებას შექმნის, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება დანაშაული იმ დრომდე აღიკვეთოს სანამ გარემოს ზიანი მიადგება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური აღჭურვილობას რამდენიმე კვირის წინ მოტორიანი ნავებიც შეემატა, რის შემდეგაც წყლის ზედაპირზე პატრულირება მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პრეზენტაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. დღესვე გიგლა აგულაშვილმა მედიის წარმომადგენლებს, საზოგადოებას მოუწოდა ჩაერთონ აქციაში -„ჩვენ ვიცავთ გარემოს, ჩვენ პატრიოტები ვართ!“
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)