|
2015-09-30 20:02:06, 572 ნახვა
საზოგადოება
ანდრია გოცირიძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა
კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი უსაფრთხოების ნორმების გაცნობა, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდა იყო. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მოისმინეს პრეზენტაცია თემებზე: კიბერუსაფრთხოება და კიბერსივრცე; პირადი მონაცემების უსაფრთხოება; ჰაკტივიზმი, კიბერტერორიზმი და კიბერომები; სმარტფონის უსაფრთხოება; „სპამი“ და „ფიშინგი“. თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 თებერვლის N8 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. ბიუროს მიზანი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების სტაბილური, ეფექტური და უსაფრთხო სისტემების შექმნა და გაძლიერებაა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)