|
2015-09-30 17:03:47, 515 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა დაჯილდოება გაიმართა
ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის მესამე ჩემპიონატი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩემპიონატი საქართველოს ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგის ორგანიზებითა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით მოეწყო. სპორტულ შეჯიბრში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ბათუმის გუნდის წევრი სერჟანტი სოსო გოგიტიძე ჩაერთო. გამარჯვებულები დღეს გლდანში მდებარე სპორტულ კომპლექსში დააჯილდოვეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, პაატა პატიაშვილმა პირველ ადგილზე გასული თბილისის გუნდის 11 და 12 წლის მონაწილეებს, მათე ქარდავასა და ლაშა ბრეგაძეს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ფეხბურთის ჩემპიონატში მეორე ადგილი გორის, ხოლო, მესამე ადგილი ზუგდიდის გუნდს ერგო. ორგანიზატორებმა პარასპორტსმენებს შესაბამისი თასები, მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. „თავდაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, რადგან ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში ცხოვრების აქტიური წესის დამკვიდრებას. მომავალ წელს აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ტურნირის ორგანიზებაში. ამ ეტაპზე ბათუმის გუნდში სერჟანტი სოსო გოგიტიძე მონაწილეობს. თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს სამხედროებს, რომ მსგავს ღონისძიებებში ჩაერთონ“, - აღნიშნა პაატა პატიაშვილმა. ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგამ ჩემპიონატი მესამედ ჩაატარა. ჩემპიონატში წელს ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, ზესტაფონის, გორისა და თბილისის გუნდები მონაწილეობდნენ. იგეგმება საქართველოს თასის და სუპერთასის გათამაშებაც. სპორტული აქტივობის მიზანი დაშავებული მოქალაქეების საზოგადოებაში ადაპტაცია და ინტეგრაციაა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)