11:29 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 12:15:24, 658 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო: გლობალური ფონდი მომავალი 2 წლის განმავლობაში საქართველოს ტოვებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გლობალური ფონდი საქართველოს მომავალი 2 წლის განმავლობაში დატოვებს. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამოცანა არის, რომ მიმდინარე პროექტების მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი. ფონდი საქართველოდან გადის. იმიტომ რომ დარწმუნდა საქართველოს შეუძლია ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების გამოყენება და მართვა. იმისათვის, რომ ეს მოხდეს 2 წლის მერე უმტკივნეულოდ სწორად უნდა განისაზღვროს გარდამავალი პერიოდი“,-განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობასა და შიდსთან, ტუბერკულოზთან, მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდს შორის ჩარჩო გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და გლობალური ფონდის აღმსარულებელმა დირექტორმა მარკ დაიბლიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics