01:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-18 14:46:17, 5518 ნახვა

კომენტარი
გახარია შაქარაშვილის საქმეზე - შიდა გამოძიებაში მე, როგორ პრემიერი მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა საკითხი კონტროლზე მაქვს

შიდა საქმეებში, შიდა გამოძიებაში მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზე მაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც აქვს, თუმცა უნდა გაუფრთხილდეს პირველ რიგში ოჯახის მორალურ მდგომარეობას, ასევე საზოგადოების მორალურ მდგომარეობასაც.

 

„მედია საერთოდ თუ რაღაცას წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია, ეს არის უაღრესად ცუდი, რადგან მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები. ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში ოჯახის მორალურ მდგომარეობას და ჩვენი საზოგადოების მორალურ მდგომარეობასაც. მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული, თუკი იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ დამნაშავე, ვინ იყო დამნაშავე. ამის შემდგომ, თუ იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა იქნება დასჯილი. შიდა საქმეებში, შიდა გამოძიებაში მე, როგორც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზე მაქვს“, – განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics