|
2020-07-17 19:07:08, 4658 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - ოპოზიცია სასოწარკვეთილებაშია, ნაძარცვი ფულებით უკვეთავენ კვლევებს
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიცია სასოწარკვეთილებაშია, თავდაცვის სამინისტროდან ნაძარცვი ფულებით უკვეთავენ რაღაც კვლევებს, - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „იმედის" ეთერში Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. მისი თქმით, საველე სამუშაოებს მათი პარტნიორი ორგანიზაციები აკეთებენ, მაგრამ ვერ ამახინჯებენ „ქართული ოცნების“ რეიტინგს იმგვარად, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის რეიტინგზე ნაკლები დაუწერონ. „თუ ჩვენ ძალიან მარტივად და შინაარსში ღრმად შესვლის გარეშე ვიტყვით, რომ თუ ალოკაციით განვიხილავთ ამ ციფრებს, გამოდის, რომ „ქართულ ოცნებას" 49 პროცენტი დაუწერა Edison Research-მა ფორმულას დაკვეთით, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს და დანარჩენი 51 პროცენტი დაუწერა მთლიანად ყველა ოპოზიციურ პარტიას. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა რეიტინგი აქვს დღეს „ქართულ ოცნებას", რომ 49 პროცენტზე ქვემოთ, ანუ ალოკაციის გარეშე 39 პროცენტზე ქვევით ვერ დაამახინჯეს და ვერ დაუწერეს სხვა ციფრი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მისივე თქმით, საყურადღებოა ორი მნიშნელოვანი მომენტი. ის, რომ არაა ცნობილი თუ ვინ შეასრულა საველე სამუშაოები და ასევე არაა ინფორმაცია იმის შესახებ, შედეგები ალოკაციით არის დათვლილი თუ მის გარეშე. „ჩვენ არ ვიცით ორი მთავარი რამ. ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები, Edison Research-ის წარმომადგენლები საქართველოში არ გვინახავს და საინტერესოა ვინ ატარებს კვლევას ადგილზე. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალება მეტად გვექნებოდა. ეს თუ აღმოჩნდება შემთხვევით IPM ან SSRS რომელიც ერთ შემთხვევაში ასოცირებულია ე.წ. „ევროპულ საქართველოსთან“ და მეორე კომპანია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, აქ უკვე ყველაფერი გასაგები იქნება, რომ ამ კომპანიების განწყობები ისეთია, რომ ისინი ხან წყალობენ „ევროპულ საქართველოს“, ხან „ ნაციონალურ მოძრაობას“ და მერე ამის შედეგია ხოლმე, რომ ხან 20-25% კი ცდება ხოლმე. ამის წარსულის გამოცდილება გვაქვს. არ ვიცით საველე სამუშაოები ვინ ჩაატარა სამწუხაროდ. მე რასაც გადავავლე თვალი საველე სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია მითითებული არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აქ მარტივი დასკვნის გაკეთების საშუალება იქნებოდა. მეორე-არ უთქვამთ ჩვენთვის ეს კვლევები ალოკაციით არის თუ მის გარეშე და აქაც შეიძლება ძალიან მარტივი დასკვნები გამოვიტანოთ. შეიძლება ძალიან სპეციფიური იყოს და ჩვენ, პოლიტიკოსები გაგვარკვიოს სოციოლოგიაში ამდენი ტყუილების გადამკიდე და გავერკვიეთ კიდევაც. ამას დაემთხვა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით გორბის მიერ შესრულებული კვლევა, სადაც მისი რეიტინგების მიხედვით ჩვენ მივიღეთ 55 პროცენტი, მაგრამ იქაც იყო 10 პროცენტი გადაუწყვეტელი და მარტივი ალოკაცია რომ გაგვეკეთებინა, უკვე ჩვენს პარტიულ კვლევებს დაემთხვეოდა, სადაც ჩვენი მონაცემებით ჩვენ გვაქვს 60 %-მდე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)