|
2020-07-13 14:24:00, 2686 ნახვა
კომენტარი
პატრიარქი - ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, ადამიანი ვერ ახსნის, რატომ ხდება ეს
ილია მეორე - როდესაც ვფიქრობთ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ვრწმუნდებით, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის, - ამის შესახებ სრუალიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა. პატრიარქის თქმით, დღეს ბევრი უცნაური მოვლენაა, რასაც ადამიანი ვერ ახსნით, თუ რატომ ხდება ასე. „ჩვენ როცა ვფიქრობთ ჩვენს წარსულს, აწმყოზე და მომავალზე , ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველო განსაკუთრებულ ღვთის მფარველობის ქვეშ არის. წარმოადგინეთ, საქართველოში ჩამოაქვთ კვართი უფლისა, საქართველო ხდება წილხვედრი ღვთისმშობლისა. რა დავიმსახურეთ, რით დავიმსახურეთ, ჩემი აზრით, ეს არის წყალობა ღვთისა მადლი ღვთისა. ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს წყალობა, ჩვენ მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თორმეტი მოციქული, მეთევზეები, მაცხოვარი ირჩევს არა მეცნიერებს, არა განათლებულ ხალხს, არამედ უბრალო ადამიანებს. უბრალო ადამიანში შედის მადლობა ღვთისა და ჩვენ უნდა მადლობა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისა მოეფინა 12 მოციქულს, მაგრამ ერთმა ვერ დააფასა წმინდა მამები ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა ვერ სცნო მადლი, ერთმა ადამიანმა უარყო მადლი და ამიტომ დაისაჯა. უფრო სწორად თვითონ დასაჯა თავისი თავი. დღეს მოხარული და ბედნიერი ვართ, რომ ვხვდებით ჩვენ მორწმუნეებს, რომელთაც გამოიარეს წმინდა ნინოს გზა, ეს მე მგონი 32-ე შემთხვევაა. 33 ადამიანი მოდიოდა ლოცვით და ვედრებით, ლოცულობდნენ საქართველოს გადარჩენისათვის და მსოფლიოსთვის, ახლა ისეთი უცნაური მოვლენებია, რომ ადამიანი ვერც ახსნის რატომ ხდება ეს. პრესა გადმოსცემს, რომ ახლა მოედო კორონა, სენი შუა აზიის ხალხს, ღმერთმა ყველას აშოროს და ყველას მოეხმაროს, ღმერთი მოწყალეა. შეგეწიოთ უფალი. მე მინდა დავლოცო ის ადამიანები, რომლებმაც გამოიარეს ეს გზა. როგორ შესძლო მცირეწლოვანმა ქალიშვილმა წმინდა ნინო გამოევლო ეს შორი გზა. მათ დაურიგდებათ სიგელები“, – განაცხადა პატრიარქმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)