|
2020-07-10 10:54:23, 2922 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - ყველამ ერთად, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო
ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ის ადგილი, რომელიც შესაძლებელია იყოს დავიწყებული, ჩვენს ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი, რათა როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, საუკეთესო გიდი იყოს თითოეული ჩვენგანი და მოვუყვეთ ჩვენს სამშობლოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ქვემო ქართლში, ასურეთის რეაბილიტირებული უბნის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იწყება ახალი პროგრამა, რომელმაც შიდა ტურიზმი უნდა განავითაროს. „ჩვენი აქ ყოფნა დღეს არის სიმბოლური. ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც შიდა ტურიზმი უნდა განავითაროს. ჩვენ ყველამ ერთად, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო. ჩვენ ყველანაირი პირობის გარეშე გავხსენით მოგზაურობა გერმანიასთან, ეს არის პირველი გერმანული დასახლების ისტორიული ადგილი საქართველოში. პირველი გერმანული დასახლება საქართველოში, როგორც ჩანს, ისტორიულად, იყო 1817 წლიდან, უკვე 200 წელზე მეტი გავიდა და სწორედ 200 წლიან იუბილეს ეძღვნებოდა ამ ქუჩის რეაბილიტაციის იდეა. აქ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ჩვენ ამას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად გავაგრძელებთ. ჩვენ ჩვენი ისტორიაც უნდა გვახსოვდეს, ჩვენი გერმანელებიც უნდა გვახსოვდეს, იმიტომ, რომ ამ ხალხს საკმაოდ მძიმე ისტორია ჰქონდა. მოგეხსენებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის წინ ეს ხალხი საქართველოდან გადაასახლეს. თუმცა თანაცხოვრების შესანიშნავი ისტორია იყო, რომელსაც ახლა ყველანი ვხედავთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)